მარიამის დაბადებას
ბაქანთან მძიმე ვაგონის მოლოდინშიმძიმე ფიქრებსაც ქარი ამიშლის...
არ მეკადრება, ვიცი, ბოდიში,
მაგრამ ნუ ცდილობ და ნუ დამიშლი...
უხეშად მოაქვთ ფიქრები რელსებს
და აი უკვე გავცდით დარიალს,
ყვითელ ფურცელზე დაწერილ ლექსებს
ქარი ღიღინებს, როგორც არიას...
"თავს დასდგომიან ანგელოზები,
ანგელოზივით მძინარ მარიამს..."
No comments:
Post a Comment