..........
ქარხნები, ახალ-ახალი რობოტები,
სექსი, წვეულება და ბევრი სასმელი,
დღითიდღე ვხვდები რომ ვბოროტდები,
ბნნელში ჩავიკარგე, გამიწყდა სათქმელი.
ღამის წყვდიადში ვენებს ვიწყვეტავ
და თან ვღრიალებ ზეცისფერ მეხად,
ჩემს ბედს მე თვითონ გადავიწყვეტავ,
თუკი მომინდა მოვკვდები გლეხად.
თუკი შევდგები, იყოს, მცდარ აზრად,
ვერ შემაკავებს თუნდაც უფალი,
წინ შემაგებეთ სულ ყველა ვაზნა,
ვცოცხლობ და ვკვდები თავისუფალი.
არა მაქვს ბინა, არ ვეძებ რამეს,
ლამაზ კაბებში მორთულ ლამაზებს,
მხოლოდ ერთ კოცნას მოვსტაცებ ღამეს
სანამ ცისკარის კარი ჩარაზეს.
ერთ ლექსს მივუძღვნი მაღალ ჩანჩქერებს,
სალი კლდეების ურჩ გამოხედვას,
სანამდის ღვინო დახეთქავს ქვევრებს,
გაზაფხულამდე დუღილს რომ ბედავს.
სანამ გაცვია ეგ ჭრელი კაბა
და შენს თვალებში მოსჩანს სინათლე,
ან სიყვარულის სიმთვრალე დაგვაქვს
ვარსკვლავთ ცისკარზე რომ დავინათლეთ.
და სანამ შეგვწევს სიყვარულისთვის
გვქონდეს ძალა და თავდავიწყება,
გული ყოველთვის ფეთქავს გულისთვის,
თან არასოდეს არ ავიწყდება.
სულ არ მჭირდება, რომ მქონდეს ბინა
როცა ძარღვებში ღვინო დაივლის,
მხოლოდ ერთ კოცნას მოვსტაცებ დილას,
სანამ ეს ღამეც ჩუმად ჩაივლის.
24 მაისი 2014
ვენეცია
No comments:
Post a Comment