........
წყალზე ირეკლება და შენობებს ადნობს,ბევრსაც ჩაუვლია ალბათ მის მკლავებში,
ჩურჩულებს საგნებზე, თუმც არ გამანდობს,
არ მოგცემს ნებას, რომ უყურო თვალებში.
მიდიდა იცოცხლე სათქმელად ადვილი,
სხვისი საქმე, რომ ადვილად განსაჯო,
იქ ძვრები სად შენი არ არის ადგილი
და გინდა სხვისი დრო ფულივით დახარჯო.
აქ კი აირია, ამინდიც ძველია,
როგორც ერთ დროს იყო, როდესაც დაიწყო,
სხვის ხარჯზე ცხოვრება არც ისე ძნელია,
სხვის ხარჯზე გინდა, რომ ცხოვრება აიწყო.
ასე ენაცვლება, დღეები დღეს მისდევს,
როგორი სათქმელია უკვე რომ ბერდები,
სხვა შენს გასაჭირს რომ ვერასდროს გაიგებს,
თავადვე უნდა მიხვდე თუ დაუკვირდები.
მაგრამ გირჩევნია შენს ნაცვლად იფიქრონ,
თავის შეწუხება დღეს რაში გჭირდება,
მხოლოდ მაშინ ყვირი და მაშინ ქირილობ,
როდესაც სხვებივით შენც გაგიჭირდება.
რა გითხრათ აირია, ამინდიც ძველია,
როგორც ერთ დროს იყო, ქარივით წაიღო,
ზოგისთვის ცხოვრება ისეთი ძნელია,
რომ იქვე მთავრდება სადაც კი დაიწყო.
19 მაისი 2014
ვენეცია
No comments:
Post a Comment