.............................
ხეთა რიგს არ ასვენებს ჩიტების ჯარი,სადღაც შორიდან ქარს მოაქვს გალობა,
მწვანეში ჩაფლული მინდვრების საფარი,
მზემდე ალეწილი ვარდების თაობა.
ფუტკრები კოცნიან ნაირფერ ყვავილებს,
თან ურცხვად ღალატობენ სიმწვანეს ალუბლები,
ოცნება ნიავთან ერთად წამიღებს
და სადღაც ცის საზღვართან მძვინვარედ მომინდები.
მწიფე ყვავილები, რომ გულივით აფეთქდნენ
და ფარდებად ჩამოყარა მაისის ზეციდან,
უსახო ფოთლებიც კი სურნელს აფრქვევდნენ,
ნიავს რომ მოჰქონდა სიშორის ქვეყნიდან.
ისევ ქარი ქრის და ატოკებს ბაღნარებს
წვიმით გაცრეცილი ფერთა ქორწილია,
მეფეო იცეკვე, ჩვენ მივსტირით არღნებს
ტივები გვენატრება მტკვარზე გაწვრთნილი.
დღეს კვლავ გაწვიმდა, ამდენი ტალახი
ფეხებით მაზელინა რბილი თიხასავით,
გაცრიცა გაზაფხულის ფერები თალხი
და გული დაადნო, მაგარი ქვასავით.
მთები აშოლტილი ზურგში მოვიტოვე,
პერანგი ბუხარს მივაგდე ოცნებად,
კვლავაც სიცოცხლის იმედს ვიტოვებ,
გაზაფხულად რომ სიმწვანით მომყვება.
No comments:
Post a Comment