Monday, May 26, 2014

..........

ქარხნები, ახალ-ახალი რობოტები, 
სექსი, წვეულება და ბევრი სასმელი,
დღითიდღე ვხვდები რომ ვბოროტდები,
ბნნელში ჩავიკარგე, გამიწყდა სათქმელი.
ღამის წყვდიადში ვენებს ვიწყვეტავ
და თან ვღრიალებ ზეცისფერ მეხად,
ჩემს ბედს მე თვითონ გადავიწყვეტავ,
თუკი მომინდა მოვკვდები გლეხად.
თუკი შევდგები, იყოს, მცდარ აზრად,
ვერ შემაკავებს თუნდაც უფალი,
წინ შემაგებეთ სულ ყველა ვაზნა,
ვცოცხლობ და ვკვდები თავისუფალი.

არა მაქვს ბინა, არ ვეძებ რამეს,
ლამაზ კაბებში მორთულ ლამაზებს,
მხოლოდ ერთ კოცნას მოვსტაცებ ღამეს
სანამ ცისკარის კარი ჩარაზეს.
ერთ ლექსს მივუძღვნი მაღალ ჩანჩქერებს,
სალი კლდეების ურჩ გამოხედვას,
სანამდის ღვინო დახეთქავს ქვევრებს,
გაზაფხულამდე დუღილს რომ ბედავს.
სანამ გაცვია ეგ ჭრელი კაბა
და შენს თვალებში მოსჩანს სინათლე,
ან სიყვარულის სიმთვრალე დაგვაქვს
ვარსკვლავთ ცისკარზე რომ დავინათლეთ.
და სანამ შეგვწევს სიყვარულისთვის
გვქონდეს ძალა და თავდავიწყება,
გული ყოველთვის ფეთქავს გულისთვის,
თან არასოდეს არ ავიწყდება.
სულ არ მჭირდება, რომ მქონდეს ბინა
როცა ძარღვებში ღვინო დაივლის,
მხოლოდ ერთ კოცნას მოვსტაცებ დილას,
სანამ ეს ღამეც ჩუმად ჩაივლის.

24 მაისი 2014
ვენეცია

Monday, May 19, 2014

......

იმის თავმოყრა ძნელია ლექსში
რაც მაწუხებს და სულში ძვრება.
ღიმილი იყო ათასში ერთი,
უფრო კი იყო თავდავიწყება.
ალბათ წავიდა,  ვემდური ცოტას,
ვერ კი გავბედავ რომ მთლად გავუწყრე,
როგორც მოწაფე საყვარელ ოსტატს
მეც ჩემებურად ფეხი ავუწყე .

18 მაისი 2014
ვენეცია

........

წყალზე ირეკლება და შენობებს ადნობს,
ბევრსაც ჩაუვლია ალბათ მის მკლავებში,
ჩურჩულებს საგნებზე, თუმც არ გამანდობს,
არ მოგცემს ნებას, რომ უყურო თვალებში.
მიდიდა იცოცხლე სათქმელად ადვილი,
სხვისი საქმე, რომ ადვილად განსაჯო,
იქ ძვრები სად შენი არ არის ადგილი
და გინდა სხვისი დრო ფულივით დახარჯო.
აქ კი აირია, ამინდიც ძველია,
როგორც ერთ დროს იყო, როდესაც დაიწყო,
სხვის ხარჯზე ცხოვრება არც ისე ძნელია,
სხვის ხარჯზე გინდა, რომ ცხოვრება აიწყო.
ასე ენაცვლება, დღეები დღეს მისდევს,
როგორი სათქმელია უკვე რომ ბერდები,
სხვა შენს გასაჭირს რომ ვერასდროს გაიგებს,
თავადვე უნდა მიხვდე თუ დაუკვირდები.
მაგრამ გირჩევნია შენს ნაცვლად იფიქრონ,
თავის შეწუხება დღეს რაში გჭირდება,
მხოლოდ მაშინ ყვირი და მაშინ ქირილობ,
როდესაც სხვებივით შენც გაგიჭირდება.
რა გითხრათ აირია, ამინდიც ძველია,
როგორც ერთ დროს იყო, ქარივით წაიღო,
ზოგისთვის ცხოვრება ისეთი ძნელია,
რომ იქვე მთავრდება სადაც კი დაიწყო.

19 მაისი 2014
ვენეცია


Monday, May 12, 2014

Citis sikvdili

is enarcxeba miwas.
xelSi vgrZnob mis Tbil feTqvas,
tkivils rom veRar itans,
Tumc ver gabeda eTqva.
xelSi zrialebs sisxli,
wvimis wveTebad wveTavs,
qurTuks nel-nela vixsni,
is xelis gulsze debs Tavs.
Tvalebs Caudga nisli
wesia Tavis gaclis,
Tvalwin midgas, rom visvri
tyvia sicocxles aclis.
Tvalebma SiSi igrZnes,
enaxaT bolo wami
da Cemi gulis biZgebs
xelT daecvaraT nami.
Tvali minaba bolos,
cremlma Seyara nisli
da maxsendeba, rogor
davumizne da.. visvri.
cremli, gviani sevda,
ukve arafers ar cvlis,
mas Semdeg mudam msdevda
sicocxles rogor vacli.

maisi 2014
venecia

Tuesday, May 6, 2014

.............................

ხეთა რიგს არ ასვენებს ჩიტების ჯარი,
სადღაც შორიდან ქარს მოაქვს გალობა,
მწვანეში ჩაფლული მინდვრების საფარი,
მზემდე ალეწილი ვარდების თაობა.
ფუტკრები კოცნიან ნაირფერ ყვავილებს,
თან ურცხვად ღალატობენ სიმწვანეს ალუბლები,
ოცნება ნიავთან ერთად წამიღებს
და სადღაც ცის საზღვართან მძვინვარედ მომინდები.
მწიფე ყვავილები, რომ გულივით აფეთქდნენ
და ფარდებად ჩამოყარა მაისის ზეციდან,
უსახო ფოთლებიც კი სურნელს აფრქვევდნენ,
ნიავს რომ მოჰქონდა სიშორის ქვეყნიდან.
ისევ ქარი ქრის და ატოკებს ბაღნარებს
წვიმით გაცრეცილი ფერთა ქორწილია,
მეფეო იცეკვე, ჩვენ მივსტირით არღნებს
ტივები გვენატრება მტკვარზე გაწვრთნილი.
დღეს კვლავ გაწვიმდა, ამდენი ტალახი
ფეხებით მაზელინა რბილი თიხასავით,
გაცრიცა გაზაფხულის  ფერები თალხი
და გული დაადნო, მაგარი ქვასავით.
მთები აშოლტილი ზურგში მოვიტოვე,
პერანგი ბუხარს მივაგდე ოცნებად,
კვლავაც სიცოცხლის იმედს ვიტოვებ,
გაზაფხულად რომ სიმწვანით მომყვება.

Thursday, May 1, 2014

........

რა ეშველება ამ დამპალ ყოფას
და შენ მის ცენტრში რა გეშველება?
ყოფნა ჯობია თუმცა არ ყოფნას,
მუდამ სიწყნარეს კი გახელება.
ამ დაკოდილებს რა მოუხერხოთ?
სიტყვის თქმის თავი რომ აღარ დარჩათ?
მთებში დაინგრა, ჩამოლპა ჭერხო
ბარში კი ვაზი აღარ გადარჩათ.
ჩემო ქვეყანავ, მე როგორ გითხრა?
სიტყვებსაც უკვე ყავლი გასვლიათ.
ამ მიწა-წყალზე ათასი ბრძენობს,
ტვინიც აქვთ, თუმცა სწავლა აკლიათ.