სიზმარი მეორე
უცნაური სიზმარი ვნახე გუშინ, პრინციპში არც ისე უცნაური. ამ ბოლო დროს ხშირად ვხედავ და იმდენად რეალურია, რომ განვიცდი. განვიცდი, შევიგრძნობ. არ ვიცი მსგავსი შეგრძნებებია სიცოცხლე, თუ რეალური, ან უკვე სად არის რეალური. იმდენად ახლოა ეს ყველაფერი, რომ ნელ-ნელა რეალობის განსაზღვრებას მაკარგვინებს და მაბნევს. საქმეც ამაშია სიზმარს ყველა ხედავს და მთელი ცხოვრება გვგონია რომ ღამე გვძინავს და დღისით სამყაროში ვბრუნდებით, მაგრამ თუ შეგრძნება იგივეა მაშინ რომელია ღამე? სად უნდა ვიპოვოთ რეალური სამყარო, რომელსაც ჩავეჭიდებით და ჩვენთან დავტოვებთ. მოვეჭიდებით, როგორც ხავსს, ვიცხოვრებთ. არა ოცნებაში ფართოდ და უსაზღვროდ, არამედ აქ აწმყოში და ჩვენი შესაძლებლობების არეალში. ზუსტად ეს არის მეოცნებეების პრობლემა, ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ სიზმრებს და ოცნებებს, ბოლოს კი რეალობასთან შეხება იმდენად მცირეა, რომ მასში დაბრუნებულები თვითმკვლელები ხდებიან, არ იღებენ. ან კი როგორი მისაღებია.
სიზმარი ვნახე, კი არ ვნახე შევიგრძენი. სიკვდილი ვნახე. არა სიკვდილი ადრეც მინახავს და ასევე რეალურად განმიცდია. ადრე იყო, რომ დავხუჭე თვალები და დამთავრდა, აღარაფერი არ იყო. ეს განცდა კი იმდენად რეალური იყო, იმდენად ხელშესახები, აი დავხუჭე თვალები და დამთავრდა, ყველაფერი გაქრა, აღარაფერი არ იყო. მაშინ პირველად შემეშინდა სიკვდილის. უცნაურია არა ადამიანებს, ჩემი ჩათვლით, იმედი აქვთ, რომ კი არ მოკვდებიან სხვაგან გააგრძელებენ. ეს იმედი კი ისე უბრალოდ მომიკვდა, რომ ვერც მოვასწარი გააზრეაბა. ერთადერთი კარგი რაც ამან მოიტანა იყო, რომ სიკვდილის ამოხსნის მცდელობას თავი დავანებე. ბევრი სხვასავით რომელიც ამ საიდუმლოების ამოხსნას ეცადა.
---სიცოცხლის საიდუმლო უნდა ამოხსნა თუ ვაჯკაცი ხარ. -- მითხრა პაპამ სიკვდილის წინ სამი დღით ადრე. -- სიკვდილს ყველა ამოხსნის ერთხელ, დრო რომ მოუვათ და ავად თუ კარგად შეეგუებიან რაც არ უნდა დახვდეთ იქ. სხვა გზა ხომ აღარ იქნება და ისე მიიღებ შენდა უნებურად, როგორც სიცოცხლე მიიღე ერთ დროს. აი ამოხსნა სიცოცხლე ბევრს არ მიცემია ამის საშუალება. ბევრს ეგონა რომ იცოცხლა ამ ქვეყნად, მაგრამ ისე გაუფრინდა რომ არც გაუგია. ბევრმა უცნობ მომავალს აწმყო შესწირა, მომავალს, რომელიც არ ეღირსათ. ბევრმა წარსულს გადააყოლა ცხოვრება, ბევრი ოცნებას გაყვა და რეალობა ისე დაკარგა ვერც გაიგო სად და როდის. და ყველაფერ ამის მერე ცხოვრების საიდუმლო, სიცოცხლის საიდუმლო ისევ ამოუხსნელი რჩება ნებისმიერი ინდივიდისთვის.
-- შენთვის რა იყო ცხოვრება? --- აზარტში შევედი და გავიჯგიმე როგორც სჩვევიათ, როცა კონტრარგუმენტი უკვე მომზადებული აქვთ ჯერ არ გაცემულ პასუხზე.
--ვეცადე მიმეგნო სიკეთისსათვის, ჭეშმარიტი სიკეთისათვის, ვერ შევძელი, მაგრამ ის კი მოვახერხე რომ მიმეგნო პატარა კუნჭული ნებისმიერ ადამიანში, პატარა ნათელი წერტილი. მოვახერხე ბაბუ, ყველა ადამიანში მოვახერხე კარგის დანახვა, ეს იყო ჩემთვის ბედნიერება და ბედნიერება კიდევ აწმყოს ახასიათებს მხოლოდ. ეს იყო ჩემთვის სიცოცხლის საიდუმლო. --- ისე უცნაურად ჩაიღიმა ვეღარაფერი უთხარი, ვეღარც მომზადებული პასუხი და რაღაც ისე წავიბლუყუნე, უფრო ჩემთვის. სამი დღის მერე მე და ჩემმა ძმამ ვიპოვნეთ გარდაცვლილი. ხის ჩრდილში დალია წუთისოფელი დამცინავი ღიმილი შერჩენოდა სახეზე. მე კი უკვე ვიცოდი რომ ამოხსნა სიკვდილის საიდუმლო და ალბათ ცოტა დასცინა კიდეც მის სიმარტივეს.
ჩემი შემდეგი სიზმარი, რომელიც ასე განვიცადე და შევიგრძენი. უფრო სწორედ მე სიკვდილი ვნახე. აი მთელი ცხოვრება , რომ საკუთარ წარმოდგენებში გაატარებ, სიკვდილის შიშში და უცბად ჩემს წინ ვხედავ. ვიცი რომ სიკვდილია, მაგრამ მაიმუნს, ან შავ თოვლის კაცს უფრო გავს, ვხედავ, ჩემს წინ ზის და დამცინავად იცინის. ჩემ გვერძე მჯდომი კი მეუბნება, რომ თუ შევხედე წამიყვანს, მაგრამ მინდა ვუყურო, მინდა გავიგო რა ბიჭია. შემდეგ კი რაც მახსოვს ჩემ სახლის იმ ოთახში შევირბინე სადაც პაპა თოფს ინახავდა. პაპის თოფი სწრაფად ავაწყე და მოსაკლავად გამოვედევნე. ეხლა უკვე არ მახსოვს ვინ შემაჩერა, მაგრამ ის კი მახსოვს, რომ აღარ მეშინოდა, სულ მთლად გამქრალიყო, უკვე მისი მოკვლა შემეძლო იმ დამცინავი ღიმილისთვის...
სამი დღის შემდეგ, როცა შეგრძნებებმა გაიარეს მივხვდი, რომ ბედნიერი ვარ სიცოცხლით და იმ აწმყოთი რაც მაქვს, არა იმით რასაც ვოცნებობ, არამედ რაც მაქვს....
No comments:
Post a Comment