არქიფო
არქიფომ ყურძნის წვენი ჩაწურა ქვევრში,მიწაში შეინახა წლის ნაშიერი,
მწვადი დააყოლა და რომ დარჩეს ჩვენში,
ბავშვები კი ამ დროს სახლს ყავდა მშიერი.
განა რას უჩივი? სულ მჯიღებს იკრავდა,
თან, ღვინოს ყანწებით ყლაპავდა ხარივით,
ცხვარიც შესაწირად ყოველ წელს მიჰყავდა,
იცხოვრა გულგრილად, სხვისი სტუმარივით.
მოკვდა და ისე, რომ ვერავინ გაიგო,
გულის დაწყვეტას შვილებს თუ შეამჩნევდით.
თან ჩვენი ჭირი და ვალებიც წაიღო,
არყოფნას მის ყოფნისგან ვეღარ ვარჩევდით.
2 ოქტომბერი 2014
ვენეცია
No comments:
Post a Comment