Sunday, July 13, 2014

............

დავრჩებით მარტო მე და შენ ერთად,
ალბათ ბილიკიც დამთავრდა თორემ
ამ გაზაფხულზე რა გვინდა ღმერთთან,
უნდა სიმწვანე მთების გვათრობდეს.
უნდა ვითვლიდეთ ველზე გვირილებს,
ნერვებს გვიშლიდეს აშარი ქარი
და ბოლო წუთი სანამ იკივლებს,
სანამ გასწვდება სივრცეებს თვალი,
შენს გამძლე თმებში ვნებით თავჩარგულს
გამახსენდება მე ყველა კოცნა,
შენი თვალების ვნებით დაჩაგრულს
აღარ მომიწევს სიკვდილის მოცდა.
სანამ მარტო ვართ მე და შენ ერთად,
სანამ სიმწვანე კვლავ გვართობს მთების,
ერთ გაზაფხულსაც შევხვდებით ღმერთთან,
როგორც სიცოცხლე განვლილი გზების.

12 ივნისი 2014
თბილისი